სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისის მონაცემებით, სულ სომხეთში დარეგისტრირდა „კოვიდ-19“-ის 14 103 შემთხვევა. რაც შეხება მსხვერპლთა საერთო რაოდენობას, სომხეთის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 227 ადამიანი გარდაიცვალა „კოვიდ-19“-ით, ხოლო 77 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადება“ სახელდება.