სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 203 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ოთხი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 261-ია.
27 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 43 270 შემთხვევა. მათგან ჯამში 36 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 130 პაციენტი, მათგან 265 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.