სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 145 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის რვა „კოვიდ 19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.
18 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ 19“-ის 41 846 შემთხვევა. ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 327-ით გაიზარდა და 34 982 შეადგინა.
ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 077 პაციენტი, მათგან 245 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.