სომხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლი კი 8 216-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
15-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც ახლა 113-ს შეადგენს.
სხვა დაავადებებით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ, 44-ს შეადგენს.