სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი უკვე 13 130-ს აღწევს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4014 ადამიანი, მათგან 294 ბოლო 24 საათის განმავლობაში.
10-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და განახლებული მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 200 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულებს, რომლებიც „სხვა დაავადებებით“ გარდაიცვალნენ. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 72 ასეთი შემთხვევაა აღრიცხული.