სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 736 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 736 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი. გარდაცვლილთა შორის 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცია.

ქვეყანას უკვე 24 645 ინფიცირებული ჰყავს. ამ დრომდე მკურნალობს 11 ათასამდე პაციენტი.

სომხეთში ვირუსს ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, 427 ადამიანი ემსხვერპლა.