სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 ინფიცირებული გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი, სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი „სხვა დაავადება” გახდა.
15 ივნისის მდგომარეობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში სულ გარდაიცვალა 379 ინფიცირებული.
15 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში ჯამში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 17 064 შემთხვევა.
აქედან 6 276 პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობას გადის 10 409 ინფიცირებული.