სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შვიდი ადამიანი კი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 8 927 შემთხვევა. გარდაცვლილია 127 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 317 ინფიცირებული. მკურნალობას განაგრძობს 5 435 პირი.