სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული ოდენობა – 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
ქვეყანას 16 ათასამდე ინფიცირებული და კორონავირუსით 350 გარდაცვლილი ჰყავს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ცუდი ვითარებაა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ საქმე ცუდად არის. უნდა ვაღიარო, რომ დამწუხრებული ვარ არამხოლოდ ციფრებით. გუშინ სევანიდან ჩამოვედი სამსახურში და მანქანის ფანჯრიდანაც კი ვხედავდი, თუ როგორ არ იცავს ხალხი წესებს. ყველაზე თვალსაჩინო ნიღბის ტარებაა. ვფიქრობ, რომ პრობლემა უკვე გასცდა კორონავირუსის ფარგებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.