სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ახლა 6 302-ს შეადგენს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში სამით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი და „კოვიდ-19“-ის ფატალური შემთხვევების რაოდენობა ახლა 77-ს აღწევს.
ქვეყანაში ჯამში გამოჯანმრთელებულია 2 936 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი სხვა თანმხლები დაავადებების გართულების შედეგად გარდაიცვალა. სომხეთში ასეთი სულ 32 შემთხვევა ფიქსირდება.