სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4 066 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.

გასული 24 საათს განმავლობაში ქვეყანაში 2 893 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დასწყისიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 168 830 დადასტურებული შემხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 138 ადამიანი.