სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 მაისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი საერთო ჯამში 2 782 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 1 600 ადამიანს მკურნალობენ.
სომხური მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან 1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 40 პაციენტი კი დაიღუპა.