სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 813 ადამიანი დაინფიცირდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 26 069 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 127 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 002 პაციენტი გარდაიცვალა.