სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 276 ადამიანი დაინფიცირდა, ხუთი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 276 ადამიანი დაინფიცირდა, 267 გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 41 299 ადამიანი დაინფიცირდა, 34 164 გამოჯანმრთელდა, 814 კი გარდაიცვალა.
ამასთან, 239-ს შეადგენს იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა