სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 241 ადამიანი დაინფიცირდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 241 ადამიანს დაუდასტურდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 694 პაციენტი.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 26 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.
28 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 82 651 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 243 ადამიანი, კიდევ 352 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.