სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 982 შემთხვევა გამოვლინდა, 55 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 982 შემთხვევა გამოვლინდა, 55 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 982 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 55 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 330 895 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 298 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა.