სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 შემთხვევა გამოვლინდა, 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 2 916 ტესტი ჩატარდა.
პირველი ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 870 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 213 578 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 446 ადამიანი გარდაიცვალა, 1 083 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.