სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 802 ტესტი გაკეთდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4 211 ადამიანი მკურნალობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 169 255  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  3 147 პაციენტი კი გარდაიცვალა.