სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 771 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია 22 488 კოვიდინიფიცირებული. მათგან 10 000-ზე მეტი ამ დრომდე მკურნალობს.
ვირუსს სულ 397 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 131 ინფიცირებული სხვა დაავადებით გარდაიცვალა.