სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 750 შემთხვევა გამოვლინდა, 513 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 750 შემთხვევა გამოვლინდა, 513 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ რვის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 658 ტესტი ჩატარდა.
30 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 191 491 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 172 609 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 497 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 890 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.