სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 706 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 205 პაციენტი.
5 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 28 606 შემთხვევა. აქედან 16 140 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.
სულ გარდაცვლილია 642 ინფიცირებული. მათგან 158 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.