სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 62 ადამიანს დაუდასტურდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 167 088 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 157 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში „კოვიდ-19“-ით სულ 3 084 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 769 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.