სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 82-ია.
11 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 14 669 შემთხვევაა გამოვლენილი. საერთო ჯამში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ითა და სხვა დაავადებით 327 კოვიდინფიცირებული ადამიანი დაიღუპა. ვირუსისგან სომხეთში 5 466 ადამიანი განიკურნა.