სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 558 შემთხვევა გამოვლინდა, 21 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 558 შემთხვევა გამოვლინდა, 716 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 339 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 318 481 პაციენტი გამოჯანმრთელდა.