სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ინფიცირებული
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ინფიცირებული

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ინფიცირებული. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 520 პაციენტი.

8 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 29 820 შემთხვევა. აქედან 17 427 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.

სულ გარდაცვლილია 679 ინფიცირებული. მათგან 164 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.