სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 30 346 შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის, სომხეთის საავადმყოფოებში 11 000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს, 18 000-ზე მეტი კი, უკვე გამოჯანმრთელდა.
სომხეთში დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსით 535 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში ექვსი პაციენტი, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქონდა, სხვა დაავადებებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი 170-ს აღწევს.