სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.
საერთო ჯამში, პანდემიის პერიოდში, სომხეთში ვირუსის 50 850 შეთხვევა გამოვლინდა, 44 219 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 5 370 პაციენტი.
რაც შეეხება დაღუპულებს, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის პერიოდში „კოვიდ-19“-ს 963 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, კიდევ 298 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.