სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 482 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში გამოვლინდა ვირუსის 25 127 შემთხვევა.
ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 11 254 ადამიანი. „კოვიდ-19“-ს სომხეთში 433 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალებას, რომელთა სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები იყო. სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 143 ასეთი პაციენტის გარდაცვალებაა აღრიცხული.