სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო დღე ღამეში ვირუსს კიდევ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ კიდევ ექვსი ადამიანი, რომელსაც ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი, სხვა მიზეზებით დაიღუპა.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში„ კოვიდ-19“-ი 7 113 ადამიანს დაუდასტურდა. ამჟამად მკურნალობს 3 489 პაციენტი.
რაც შეეხება დაღუპულებს, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილად 87 ადამიანს მიიჩნევს. კიდევ 39 კოვიდინფიცირებული კი მათი მონაცემებით, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა.