სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 425 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი ადამიანი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კოორნავირუსის 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაიცვალა 10 ინფიცირებული, მათგან ორის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ სახელდება.
16 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 17 489 შემთხვევა, აქედან 6 571 გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გარდაიცვალა 389 ინფიცირებული.