სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 410 შემთხვევა გამოვლინდა, 720 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 17 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 158 ტესტი ჩატარდა.
25 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 213 288 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 194 080 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 018 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 001 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.