სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 399 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 399 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 16 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 343 ტესტი ჩატარდა.
4 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 217 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 201 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 165 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 029 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.