სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 398 შემთხვევა გამოვლინდა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 398 შემთხვევა გამოვლინდა, 977 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 32 პაციენტი, კიდევ ექვსი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 6 462 ტესტი ჩატარდა. 30 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 338 518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 317 175 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 567 ადამიანი გარდაიცვალა. 1 446 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.