სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 9282 შემთხვევა.
ამ ეტაპზე საავადმყოფოებში რჩება 5715 პაციენტი.
საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ს სომხეთში 131 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში დაიღუპა ოთხი ადამიანი.
ამასთან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცრებულთა გარდაცვალების შემთხვევებს, რომელთა სიკვდილი „სხვა დაავადებებმა“ გამოიწვია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში 50 ასეთი შემთხვევაა აღრიცხული.