სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 შემთხვევა გამოვლინდა, 141 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 შემთხვევა გამოვლინდა, 141 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ხუთით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 154-ს შეადგენს.
7 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 212 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 214 504 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 463 პაციენტი კი გარდაიცვალა.