სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 308 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 37 937 ადამიანს დაუდასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში უკვე 723 ადამიანია დაღუპული. კიდევ ორი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, სხვა დაავადებით დაიღუპა. სომხეთში ასეთი შემთხვევების რაოდენობა 225-ს აღწევს.