სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
5 აგვისტოს მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ 19“ 39 586 ადამიანს დაუდასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას ორი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი, 770-ს აღწევს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ 19“-ით დაავადებული 228 ადამიანი სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.
სომხეთში კორონავირუსული ინფექციისგან 30 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა.