სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 251 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 251 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 251 შემთხვევა გამოვლინდა, 239 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ათი პაციენტი, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 220 ტესტი ჩატარდა. 23 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 237 885 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 493 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 762 ადამიანი გარდაიცვალა. 1 147-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.