სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 240 შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 4 700 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 172 456 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 200 ადამიანი.