სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 240 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 240 შემთხვევა გამოვლინდა, 522 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 27 პაციენტი, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 6 006 ტესტი ჩატარდა. 7 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 341 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 322 406 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 718 ადამიანი გარდაიცვალა. 1 457 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.