სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 239 პირს დაუდასტურდა. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებთა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 სათის განმავლობაში სომხეთში მსხვერპლთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 53 შეადგინა.
სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 4 228 შემთხვევა.
ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 2 415 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებლია 1 791 ადამიანი.