სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 229 შემთხვევა გამოვლინდა, 386 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 229 შემთხვევა გამოვლინდა, 386 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 11 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 591 ტესტი ჩატარდა.
19 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 221 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 209 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 357 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 067 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.