სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 212 შემთხვევა გამოვლინდა, 323 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 212 შემთხვევა გამოვლინდა, 323 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 13 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხა დაავადება სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 771 ტესტი ჩატარდა.
18 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 221 139 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 209 222 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 346 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 064 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.