სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 441 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 441 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 441 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 28 პაციენტი, 510 პაციენტი კი  განიკურნა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამრიგად, სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 92 254 შეადგინა.

ამჟამად ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს 34 691 პაციენტი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, უშუალოდ „კოვიდ-19“-ით სულ 1 363 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 373 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.