სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 066 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 066 შემთხვევა გამოვლინდა, 704 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 28 პაციენტი. კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 15 065 ტესტი ჩატარდა.
20 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 286 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 256 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 870 ადამიანი გარდაიცვალა. 1 238 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.