სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

29 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 43 626 შემთხვევა, მათგან ვირუსს 872 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეისათვის მკურნალობას განაგრძობს ხუთი ათასამდე კოვიდინფიცირებული.