სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 172 შემთხვევა გამოვლინდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 172 ადამიანი დაინფიცირდა, 171 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.
12 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ კორონავირუსის 45 675 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 41 605 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 192 პაციენტი, მათგან 281 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.