სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა, 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 280 ტესტი ჩატარდა.
პირველი ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 778 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 213 429 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 445 ადამიანი გარდაიცვალა.