სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 3 198 ტესტი ჩატარდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4438 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 170 506შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსისგან 162 098 ადამიანი განიკრურნა. სომხეთში „კოვიდ-19“-ს 3 167 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.