სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 232 შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 232 შემთხვევა გამოვლინდა, 1 591 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 62 პაციენტი, კიდევ ექვსი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცლებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 10 281 ტესტი ჩატარდა. 2 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 310 629 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 272 332 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 441 ადამიანი გარდაიცვალა. 1 305 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.